воскресенье, 19 марта 2017 г.

ინტელის ტრენინგის მეცხრე დღე

დავესწარი ინტელის ტრენინგის მეცხრე დღეს. ამ ტრენინგზე შევისწავლე: ჩემი ნამუშევარი პროექტის (ფაილისა და დოკუმენტის) ატვირთვა google Drive-ზე, საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციისა და დოკმენტის  ჩასწორება, ასევე ამ ნამუშევრის Blogger გამოქვეყნება.
შეძენილ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს სასწავლო აღმზრდელობით პრაქტიკაში და არა მხოლოდ დაწყებით საფეხურზე...

вторник, 14 марта 2017 г.

ინტელის მერვე დღე

დავესწარი ინტელის მერვე ტრენინგს. "ევრიკა"- დავამთავრე პროექტის გეგმა. დავასრულე პროექტის პროცედურები. დიფერენციალური სწავლების მიდგომები განვიხილეთ. დავწერე სასწავლო პროექტისათვის საჭირო რესურსები (აპარატული, პროგრამული, ბეჭდური მასალები, ინვენტარი, ინტერნეტ რესურსები და სხვა.)
ასევე გავაკეთე პრეზენტაციის შაბლონი მოსწავლისათვის (ხარაჩოს მეთოდი) და გავეცამით თეორიულ მასალაში რესურსებს.
ძალიან მინდა ეს მასალა გამოვიყენო ჩემს პრაქტიკაში, მაგრამ რაღას აბდაუბდა მეჩვენება ყველაფერი, იქნებ ვინმემ მომცეს დალაგებული  თანმიმდევრობა როდის რა როგორ რა დროში გავაკეთო????????????????????????????????????

пятница, 10 марта 2017 г.

ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღე

დავესწარი, მოვისმინე : წარვადგინე დაბალება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია, მივიღე სათანადო რეკომენდაციები, გავითვალისწინე და ჩავასწორე დავალება. გავეცანი შეფასების რუბრიკის სხვადასხვა ფორმებს, გავაკეთე შეფასების კოლაბორაციული შეფასების ცხრილები ჯგუფის თითოეული წევრისათვის, ასევე მოკლე მონახაზი პრეზენტაციის რუბრიკაზე. არ მომწონს ის, რომ ტრენინგის მასალებში ძალიან მწირი მასალაა მათემატიკის პროექტებზე. მინდა ტრენინგის მასალა მქონდეს წიგნის სახით, რათა მეტად გამიადვილდენ მუშაობა მასალასთან.

четверг, 9 марта 2017 г.

ინტელის მეექვსე დღე

დავესწარი ინტელის მეექვსე ლექციას, 4 მოდულს. ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო ნიმუშზე: შევადგინე ცხრილი კვირების მიხედვით, თუ რა  აქტივობებს გააკეთებენ მოსწავლეები ჯგუფების მიხედვით, გავეცანი პროექტის სასწავლო აქტივობებს, პროცედურების შევსების პრინციპებს, გამოყენებული ელექტრონული მასალის შესაბამისი ლინკის ჩასმასა და აღწერას.

понедельник, 6 марта 2017 г.

ინტელის მეოთხე დღე

დავესწარი ინტელის მეოთხე დღეს. გავაკეთე წინა შეხვედრის რეფლექსია, შევადგინე პროექტის შედგენისთვის საჭირო მიმართულების მიმცემი კითხვები, გავეცანი შესაბამის თეორიულ მასალას. 

воскресенье, 5 марта 2017 г.

ინტელის მესამე დღე

დავესწარი ინტელის მესამე დღეს. დავიწყეთ საკუთარი პროექტის გეგმის შედგენა, პროექტის თემა, შესაბამისი ესგ მიმართულებები და ინდიკატორები, პროექტის შინაარსი და მისი შესაბამისობა ბლუმის ტაქსონომიის დონეების ზმნებთან.